2020 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 407 109 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში შედის:
რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობებს, ასე გამოიყურება:
სილქ როუდ ბანკი – 400 745 ლარი, კრედო ბანკი – 1 390 992 ლარი, ფინკა ბანკი საქართველო – 224 146 ლარი, ხალიკ ბანკი საქართველო – 1 261 340 ლარი, ტერაბანკი – 2 067 125 ლარი, ლიბერთი ბანკი – 43 120 ლარი, ზირაათ ბანკი საქართველო – 70 825 ლარი, პროკრედით ბანკი – 135 594 ლარი, იშ ბანკი საქართველო - 1 046 318 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, პაშა ბანკი საქართველოს დასაკუთრებული ქონება არ აქვს.
2020 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.