როგორ შეიცვალა ამერიკის წამყვანი კომპანიების ღირებულება კორონაეკონომიკის პირობებში

კორონავირუსის პანდემიამ ამერიკის ეკონომიკა ყველაზე მეტად დააზარალა. სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ამერიკის ეკონომიკა 32.9%-ით შემცირდა. რეცესიის ფონზე გაიზარდა ამერიკის გიგანტური კომპანიების აქციების ღირებულება გასული 6 თვის განმავლობაში:

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორ შეიცვალა ამერიკის წამყვანი კომპანიების ღირებულება ბოლო 6 თვის განმავლობაში.

Apple

კორონავირუსის პანდემიის პირობებშიკომპანია Apple-ის აქციების ფასები გაიზარდა, უფრო კონკრეტულად, გასული 6 თვის განმავლობაში კომპანიის ერთი ერთეული აქციის ღირებულებამ 313 დოლარიდან 473 დოლარს მიაღწია. უახლესი მონაცემებით, კომპანიის კაპიტალიზაცია 2.02 ტრილიონ დოლარია

Amazon

აქციების ფასების გრანდიოზული მატება აქვს Amazon-ს. უფრო კონკრეტულად, თებერვლის ბოლოდან მოყოლებული დღემდე Amazon-ის ერთი აქციის ღირებულება 2 095 დოლარიდან 3 297 დოლარამდე გაიზარდა. „ამაზონის“ კაპიტალიზაცია 1.65 ტრილიონი დოლარია.

Microsoft

გასული 6 თვის განმავლობაში კომპანია Microsoft-ის აქციების ღირებულება გაზრდილია, უფრო კონკრეტულად ერთი აქციის ღირებულება თებერვლიდან დღემდე 178 დოლარიდან 214 დოლარამდე გაიზარდა. დღესდღეობით კომპანიის კაპიტალიზაცია 1.62 ტრილიონ ამერიკული დოლარია.

Alphabet

მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდა Alphabet-ის ღირებულებაც. კერძოდ, 2020 წლის თებერვლის ბოლოს, ერთი აქციის ღირებულება 1 483 დოლარი იყო, ხოლო დღეს ერთი აქციის ღირებულება 1576 დოლარია. კომპანიის კაპიტალიზაცია 1,07 ტრილიონი დოლარია.

Facebook

პანდემიის პირობებში ფეისბუქის აქციების ღირებულება 210 დოლარიდან 269 დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის კაპიტალიზაციამ 766,36 მილიარდ დოლარს მიაღწია

Visa

კომპანიის აქციები ამ 6 თვის განმავლობაში 208 დოლარიდან 204 დოლარამდე შემცირდა. კომპანიის კაპიტალიზაცია 434,40 მილიარდი დოლარია.

Tesla

უნდა აღინიშნოს, რომ გასული 6 თვის განმავლობაში Tesla-ს აქციების ფასმა გრანდიოზული მატება განიცადა. თებერვლიდან მოყოლებული დღემდე Tesla-ს ერთი აქციის ღირებულება 901 დოლარიდან 2001 დოლარამდე გაიზარდა. დღეს კომპანიის კაპიტალიზაცია 373,06 მილიარდი დოლარია.

Walmart

თებერვლის ბოლოდან მოყოლებული დღემდე Walmart-ის აქციების ღირებულება 118 დოლარიდან 130 დოლარამდე გაიზარდა. კომპანიის კაპიტალიზაცია 369.77 მილიარდი დოლარია

Coca-Cola

პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე Coca-Cola-ს აქციების ფასი შემცირდა. უფრო კონკრეტულად თებერვლიდან მოყოლებული დღემ ერთი აქციის ღირებულება 60 დოლარიდან 47 დოლარამდე შემცირდა. დღესდღეობით კომპანიის კაპიტალიზაცია 203,39 მილიარდი დოლარია.

McDonald's

თებერვლიდან მოყოლებული დღემდე 215 დოლარიდან 209 დოლარამდე შემცირდა McDonald's--ის აქციების ღირებულებაც. დღეის მდგომარეობით მაკდონალდის კაპიტალიზაცია 156.17 მილიარდი დოლარია.

ნოდარ სირბილაძე