მართალია, ოფიციალურად საქართველოში საშუალო ხელფასი 1 200 ლარია, თუმცა ქვეყანაში დასაქმებული საკმაოდ ბევრი ადამიანის თვის შემოსავალი 100 ლარს არ აღემატება.
შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში 0-დან 1 200 ლარის დიაპაზონში წლიური შემოსავალი 246 330 ადამიანს აქვს. 1 200 ლარიდან 2 400 ლარამდე ხელფასს კი 117 267 ადამიანს.