როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Amazon-ს დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 193 მლრდ დოლარს შეადგენს.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ერთადერთია, ვინც მილიარდერთა რეიტინგებში გვხვდება. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება 5.45 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ამასთან, „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, წლის განმავლობაშ ივანიშვილის ქონება 25 მლნ დოლარით არის შემცირებული.

„ბლუმბერგს“ ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.

ლიკა ამირაშვილი