ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მოსახლეობასთან კომუნიკაცია ამ დროისთვის ტელეფონით ხდება. დილიდან სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო, ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ორ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები აღდგება, სამ სოფელთან დაკავშირებას რამდენიმე დღეში შეძლებენ.
ლენტეხში სტიქიამ საავტომობილო გზები და სამი ხიდი დააზიანა.