საქართველოს არ შეუწყვიტავს რუსეთის ფედერაციასთან ფრენები“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.
გიორგი გახარიას თქმით, ფრენების აღდგენის საკითხი რუსეთის ფედერაციაზე და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვიტავს, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე საქართველოში“, - განცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება. ამასთან, განაცხადა რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება.