გასულ ღამეს, კახეთში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, პრობლემები შეიქმნა ქალაქ საგარეჯოში და მუნიციპალიტეტის სოფლებში - თოხლიაურში, პატარძეულში, ხაშმში, წყაროსთავსა და ნინოწმინდაში.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები. დატბორილია რამდენიმე სახლი.
მათივე ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილი ადგილზე იმყოფება და არსებულ ვითარებას ეცნობა. სოფელ თოხლიაურში, ე.წ "ყიასაანთ" ხევის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უხვი ნალექის შედეგად ადიდდა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაო პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან.