ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დემეტრე თავდადებულის, შერიფ ხიმშიაშვილის, შავშეთის, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩები დაიტბორა.
როგორც შპს „ბათუმის წყალში" „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე ჭები და არხები გაწმენდილი იყო, თუმცა უხვი ნალექის გატარებას ჭები ვერ ახერხებენ, რამაც დატბორვა გამოიწვია.
უწყების ინფორმაციით, ყველა შემთხვევის ადგილზე შპს „ბათუმის წყლის" თანამშრომლები არიან მობილიზებული და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე კომპანიის მძიმე ტექნიკა ზღვაში გამსვლელ არხებს ინტენსიურად წმენდს.