რომელი ქეყნებიდან ესტუმრნენ საქართველოს ივლისში

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივლისში საქართველოს საზღვარი სულ 48,535 ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება იმ ძირითად ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები შემოვიდნენ, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 18,318 ვიზიტორი
  • სომხეთი - 9,762 ვიზიტორი
  • რუსეთი - 4,191 ვიზიტორი
  • აზერბაიჯანი - 4,024 ვიზიტორი
  • საქართველო (არარეზიდენტი) - 3,804 ვიზიტორი
  • უზბეკეთი - 1,365 ვიზიტორი
  • უკრაინა - 1,205 ვიზიტორი
  • ბელარუსი - 862 ვიზიტორი
  • ყაზახეთი - 535 ვიზიტორი
  • ბულგარეთი - 295 ვიზიტორი
  • ტაჯიკეთი - 273 ვიზიტორი
  • ყირგიზეთი - 182 ვიზიტორი

უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში ყველაზე მეტი, 10,968 ვიზიტორი ლარსის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა, შემდეგ მოდის სარფის სასაზღვრო პუნქტი 10,351 ვიზიტორითა და წითელი ხიდი 8,308 ვიზიტორით.

აღსანიშნავაი, რომ 2020 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 45,842 ვიზიტიდან 44 027 ვიზიტი (96%) კაცებმა განახორციელეს, ხოლო 1 815 ვიზიტი - ქალებმა (4%).

ნოდარ სირბილაძე