პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდება.
ეკონომიკური ვარდნის მთავარ მიზეზად COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკები სახელდება.
აღნიშნული პროგნოზი რამდენიმე ფაქტორს ემყარება, უფრო კონკრეტულად, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 90%-ით შემცირდება, ამავე დროს მკვეთრად შემცირდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რაოდენობაც. გარდა ამისა მოსალოდნელია კერძო ინვესტიციებისა და კერძო მოხმარების კლებაც. მოხმარებისა და ინვესტიციების კლების პარალელურად მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საქონლის როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მოცულობაც.
ნოდარ სირბილაძე