„ჯი ბი ჰოლდინგი“ ქუთაისის აეროპორტთან სატრანსპორტო პროფილაქტიკურ სერვის-ცენტრს ხსნის

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, ქალაქ სამტრედიისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე, საერთაშორისო სტანდარტების სატრანსპორტო პროფილაქტიკური სერვის ცენტრი ,,ჯი ბი მექანიკსი” იხსნება.

როგორ კომპანიაში აცხადებენ, სერვის ცენტრის მშენებლობის ჯამური ინვესტიცია 2 მილიონ ლარს შეადგენს და პირველ ეტაპზე დასაქმებული ჰყავს 30 თანამშრომელი, რომლებმაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 6 თვიანი ტრეინინგ კურსი დასავლეთში გაიარეს.

ჰოლდინგის მიზანია ტექნიკური და პროფილაქტიკური მომსახურება გაუწიოს არა მხოლოდ "ჯორჯიან ბასი"-ს სატრანსპორტო საშუალებებს , არამედ დასავლეთ რეგიონში არსებულ ნებისმიერ საშუალო და დიდი ზომის ტრანსპორტს.

,,ჯი ბი ჰოლდინგს“, რომლის შემადგენლობაში შედის: სატრანსპორტო კომპანია „ჯორჯიან ბას“-ი, ტურისტული კომპანია „ Time for Georgia” და ავტო-ტრანსპორტის შეკეთების ცენტრი „ჯი ბი მექანიკსი“, 6 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში განხორციელებული აქვს ჯამში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და დასაქმებული ჰყავს 100 - მდე თანამშრომელი.

ჰოლდინგს დაგეგმილი აქვს სატრანსპორტო სერვის ცენტრების ქსელის გაფართოება და ფილიალების მშენებლობა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას 150 ადამიანამდე.

სერვის ცენტრს საზეიმო ვითარებაში დამფუძნებელთან ერთად მოწვეული სტუმრები გახსნიან:

შალვა ხუციშვილი ("ჯი ბი მექანიქსი"-ს მმართველი პარტნიორი) აკაკი საღირაშვილი ( ეკონომიკის მინისტრის მოადგილე) ვალერიანე ფოცხვერია (ქალაქ სამტრედიის მერი) პეტრე ადამაძე (ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი) ირაკლი ქარქაშაძე (ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე) არჩილ სილაქაძე (ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორი) კონსტანტინე ქათამაძე (ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორის მოადგილე.