სასტუმროების ქსელები Accor და IHG  შესაძლოა, გაერთიანდნენ

ფრანგული სასტუმროების ქსელი Accor და მისი ბრიტანელი კონკურნეტი InterContinental Hotels Group (IHG) გაერთიანების შესაძლებლობას განიხილავენ. კომპანიებში თვლიან, რომ შესაძლო გაერთიანება გამოიწვევს მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ჯგუფის შექმნას, რომლის კაპიტალიზაციაც იქნება 17 მილიარდი დოლარი. ამ დროისთვის მსოფლიოს უმსვილესი სასტუმროების ქსელს წარმოადგენს Marriott International.

ფრანგული Le Figaro-ს ცნობით, მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმროთა რიგში მეხუთე კომპანიას ჯერ არ გაუკეთებია შეთავაზება IHG ჯგუფისთვის. Accor-ის მმართველთა საბჭო გამოდის წინადადებით შეთანხმების გაფორმებისკენ, თუმცა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სებასტიენ ბაზენი არ ჩქარობს და ამას სიფრთხილით ეკიდება.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიების აქციებზე ფასებმა მოიმატა,- Accor +4,2%, ხოლო IHG 6,2%.

ცნობისთვის, Accor ფლობს ისეთ სასტუმროების ბრენდებს როგორებიცაა Ibis, Movenpick, Raffles და Sofitel. IHG-ს მფლობელობაში კი შედის - Holiday Inn, Crowne Plaza და Regent Hotels.

ანალიტიკოსების აზრით, ორი ომპანიის გაერთიანება გეოგრაფიული თვალსაზრისითაც კარგია, ვინაიდან ფრანგულ კომპანიას კარგი პოზიციები აქვს ევროპის კონტინენტზე, მაშინ როცა ბრიტანულ ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩინეთში.

კოკა კვირკველია