დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ვალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ვალმა პირველად საკუთარ ეკონომიკას 2020 წლის ივნისში გადააჭარბა და აღნიშნული რეკორდი ივლისში გააუმჯობესა, როცა 2 ტრილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ივნისში ბრიტანეთის სახელმწიფო ვალი გაიზარდა 1,95 ტრილიონ გირვანქა სტერლინგამდე, რაც ქვეყნის მშპ-ს 100,9%-ია. იუწყება ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახური.

ივნისში დიდი ბრიტანეთი გახდა მეოთხე ქვეყანა მსოფლიოში, რომლის სახელმწიფო ვალი მის ეკონომიკაზე დიდია. ლიდერთა სამეულში შედიან: აშშ, იტალია და იაპონია. ცნობისთვის, აშშ-ის სახელწმიფო ვალი 26,5 ტრილიონი დოლარია.

ვალის გაზრდის მიზეზად სახელდება სახელწმიფოს ბრძოლა კორონავირუსის პანდემიასთან. ცნობისთვის, ქვეყნის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიამ მნიშმვნელოვნად დააზარალა და მეორე კვარტალში ვარდნამ 20,4% შეადგინა, მაშინ როცა პირველ კვარტალში კლება 2,2% იყო.

კოკა კვირკველია