თურქეთის მბურღავმა ხომალდმა შავ ზღვაში უმსხვილესი ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა, ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა.
„ხომალდმა ფატიჰმა შავ ზღვაში უმსხვილესი საბადო აღმოაჩინა, მისი საშუალო მოცულობა შეფასებულია 320 მლრდ კუბურ მეტრად“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვის დროს.
როგორც ცნობილია, ფატიჰი ტრაბზონის პორტიდან 25 ივნისს გავიდა და შეუდგა ბურღვით სამუშაოებს საბადოზე Tuna-1, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში მდებარეობს.
შედარებისთვის, თურქეთის მხრიდან ბუნებრივი აირის წლიური მოხმარების მაჩვენებელი 44 მლრდ კუბური მეტრი გაზია.
დასავლელი ანალიტიკოსები აცახდებენ, რომ ეს არის არა მხოლოდ შავ ზღვაში უმსხვილესი აღმოჩენა ბუნებრივ აირის საბადოსი, არამედ თურქეთისთვის უმსხვილესი აღმოჩენა. მათი შეფასებით აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს შავი ზღვის მაღალ პოტენციალზე ამ მიმართულებით და მისი ფსკერის შესწავლის აუცილებლობაზე.