აშშ და ჩინეთი სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ფაზის განხორციელების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰიმ, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სავაჭრო მოლაპარაკებებში რობერტ ლაითიზერმა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინიმ მოლაპარაკებები გამართეს.
„ორ მხარეს შორის გაიმართა კონსტრუქციული მოლაპარაკებები სავაჭრო შეთანხმებისა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციის გაძლიერების საკითხებზე,“- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახენებთ, აშშ-მა და ჩინეთმა ახალი სავაჭრო შეთანხმების პირველ ფაზაზე შეთანხმებას გასული წლის ბოლოს მიაღწიეს, დოკუმენტს კი ხელი მიმდინარე წლის იანვარში მოაწერეს.