რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი სტატისტიკოსი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას გოგიტა თოდრაძე 2018 წლის მაისიდან იკავებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი პრემიერ-მინისტრი ოთხი წლის ვადით ნიშნავს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი სტატისტიკოსი.

2020 წლის 20 აგვისტოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის გოგიტა თოდრაძეს საკუთრებაშია: 2010 შეძენილი ბინა მუხიანში, რაშიც 28 500 დოლარი გადაიხადა. ასევე მის სახელზეა 2016 წელს 19 600 დოლარად შეძინილი ბინა თბილისში. 2010 წელს ბინასთან ერთად არასაცხოვრებელი ფართიც შეიძინა. ხოლო 2015 წელს თოდრაძე 500 დოლარად ავტოფარეხის მფლობელი გახდა.

მისი მეუღლის საკუთრებაშია 2011 წლიანი მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz, ML, რაშიც 2018 წელს 11 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების მომენტში გოგიტა თოდრაძე ფლობდა: "თი–ბი–სი ბანკის" ანაბარზე 17018,05 დოლარს და 2500 ლარს. ასევე "თი–ბი–სი ბანკის" სახელფასოზე 66,93 ლარი. ხოლო "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 238,57 ლარის მფლობელი იყო. რაც შეეხება მის მეუღლის სახელზე "თი–ბი–სი ბანკის" ანაბარზე 1600 ლარი ფიქსირდება.

დოკუმენტის მიხედვით, გოგიტა თოდრაძეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კითხვაში, ხელფასის სახით გასულ წელს 2849,01 ლარი აქვს აღებული. ხოლო უმაღლესი სასწავლებელ ჯორჯიაში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ასევე ლექციებისმ კითხვაში შესაბამისად 752,66 და 1940,4 ლარო აიღო. რაც შეება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ხელფასისი სახით გასულ წელს 61057,92 ლარი აიღო. ამავე დეკლარაციის მიხედვით, თოდრაძემ გასულ წელს ბინის ქირიდან 5 400 ლარის შემოსავალი მიიღო.

ლიკა ამირაშვილი