კორონავირუსის შემთხვევები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონების გარდა ყველგან შემცირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებისას განაცხადა.
“გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდ 19-ის 1.7 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 39 000 ადამიანი გარდაიცვალა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევები 4 %-ით, გარდაცვალების კი - 12%-ით შემცირდა,” - აცხადებს ჯანმო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა შეერთებულ შტატებშია დადასტურებული, სადაც გასულ კვირას, ახალი შემთხვევების დაახლოებით ნახევარი და დაღუპულთა რაოდენობის 62 % დაფიქსირდა. ჯანმო-ს ცნობით, დაინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა სამხრეთ-დასავლეთ აზიის რეგიონი, სადაც, გასული კვირის განმავლობაში, შემთხვევების რაოდნეობის ზრდა დაფიქსირდა და მთელს მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების 28 %-ი და დაღუპულთა რაოდენობის 15% გამოვლინდა. ორგანიზაციის მონაცემებით, კოვიდინფიცირების შემთხვევებმა 4%-ით მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთშიც, თუმცა, ბოლო 6 კვირის განავლობაში, გარდაცვლალების შემთხვევები რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა.
რაც შეხება ევროპას, ჯანმო-ს ინფორმაციით, შემთხვევების რაოდენობა ბოლო 3 კვირის მანძილზე მუდმივად მატულობდა, თუმცა უკანასკნელი კვირის განმავლობაში უმნიშვნელო, 1%-იანი შემცირება დაფიქსირდა.
„როიტერსის“ ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსით 23.65 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 811 895 ადამიანი დაღუპულია.