ბავშვის კუთვნილი ქონების განკარგვა მშობელს/მეურვეს მხოლოდ სასამართლოს თანხმობით შეეძლებათ

არასრულწლოვანის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვა მშობელს/და მეურვეს მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში შეეძლება. შესაბამისი ცვლილება სამოქალაქო კოდექსში უკვე შევიდა და 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

„ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“, - აღნიშნულია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლში.

186-ე მუხლის მიხედვით კი, “ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე”.