Apple-მ შტატებში დახურული მაღაზიების ნაწილი შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს გახსნას

Apple-მ კორონავირუსის პანდემიის გამო შტატებში დახურული მაღაზიების ნაწილი შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს გახსნას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე გეგმებს არაოფიციალურად ამუშავებს. საუბარია მაღაზიების მცირე რაოდენობაზე შტატებში, რომლების გახსანასაც კომპანია თვის ბოლოს გეგმავს. აღნიშნულმა მაღაზიებმა უნდა იმუშავონ ძალიან კონკრეტული სქემით და კონკრეტულ პირობებში, რომელიც უნდა მოერგოს მომხმარებელს.

კორონავირუსის პანდემიის გამო Apple-მა მიმდინარე წლის მარტში დახურა მისი 270 მაღაზია, შტატებში. მან გახსნის ეტაპი დაიწყო მაისში, თუმცა მოგვანებით იძლებული გახდა 120 მათგანი კვლავ დაეხურა.

კოკა კვირკველია