LVMH და Tiffany ნოემბრამდე არ გაერთიანდებიან

ფრანგული ფუფუნების საგნების მწარმოებელი კომპანია LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) და ტრანსნაციონალური საიუველირო კომპანია Tiffany შეთანხმდნენ, რომ აგვისტოში დაგეგმილ კომპანიების გაერთიანებას ნოემბრამდე გადადებენ. აღნიშნულის შესახებ საააგენტო Agence France-Presse (AFP) კომპანიებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მისი ინფორმაციით, შერწყმის პროცესი ახალი გეგმის თანახმად ნოემბერში დასრულდება.

როგორც ირკვევა, პროცესის შეფერხების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, უფრო კონკრეტულად კი, პროცესს ახლა უფრო მეტი დრო დასჭირდა სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხების მოსაგვარებლად, შესაბამისად, წყაროს ცნობით შერწყმა რეალურად უფრო ადრე მოხდება, თუმცა ტექნიკურად პროცესი ნოემბრის ბოლოს მორჩება.

LVMH-ის ხელმძღვანელობას აღნიშნული სააგენტოს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ბერნარ არნოს კომპანიამ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ გეგმავდა ამ კომპანიის შეძენას 16,2 მილიარდ დოლარად.

კოკა კვირკველია