„ბილტმორ თბილისის“ პარლურ ბარში კრუასანების და დენიშების ასორტიმენტი გელოდებათ

სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ სტუმრებს სიახლეს სთავაზობს. სასტუმროს “პარლურ” ლობი ბარში შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა სახეობის ახლადგამომცხვარი კრუასანისა და დენიშიდან ერთ-ერთი. შერჩეული ტკბილეული კი მიიღოთ ყავით ან ჩაით და ფორთოხლის წვენით - 15 ლარად, მხოლოდ ყავით ან ჩაით კი - 10 ლარად.

“პარლურ” ლობი ბარი იდეალურია საქმიანი შეხვედრებისთვისაც. როგორც „ბილტმორ თბილისში“ განმარტავენ, მათთვის მნიშვნელოვანია სასტუმროში მაქსიმალური კომფორტი იყოს სხვადასხვა მიზნით მისული სტუმრებისთვის და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა აღნიშნული შეთავაზებაც. ეს არის საუკეთესო საუზმე ან ლანჩი ტკბილეულისა და მაღალი ხარისხის ყავის მოყვარულებისთვის. თუმცა ამავდროულად “პარლურ” ლობი ბარი კარგი ადგილია ნაკლებად ფორმალური საქმიანი შეხვედრებისთვისაც. ჭიქა ყავა ან ჩაი და სასიამოვნო გარემო პოზიტიურ განწყობას ქმნის ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრებისთვის. ამ მიზნით სასტუმროს ლობის ყოველდღიურად არაერთი ადამიანი სტუმრობს და სწორედ მათთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად შეიქმნა ახალი შეთავაზებაც.

შეთავაზება ძალაშია 9:00-დან 19:00-მდე.