რა მოხდება თუ სახლში შპალერს გავრეცხავთ?

შპალერების თანამედროვე ინდუსტრია კედლის შესაფუთად მასალების უზარმაზარი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი.

სასურველი შპალერის საბოლოო შერჩევამდე აუცილებლად უნდა შევისწავლოთ არსებული ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

არარეცხვადი, ქაღალდის შპალერიმხოლოდ მშრალი წმენდით

ჩინეთში ქაღალდის შპალერი დაახლოებით 1 800 წლის წინ გაჩნდა. ის ხელით მზადდებოდა და იხატებოდა. XVIII საუკუნიდან ქაღალდის შპალერის წარმოება კონვეერზე ინგლისელებმა გაუშვეს. ამ ტიპის შპალერის არაერთი სახეობა არსებობს და ისინი შემდეგი მახასიათებლებით განსხვავდებიან:

· სისქე (ერთფენიანი ან ორფენიანი);

· ფაქტურა (სწორი ან რელიეფური);

· დეკორი (ერთი ფერის ან ნახატით);

· დანიშნულება (მზა ან შესაღები).

ამ მასალისგან დამზადებულ შპალერს არაერთი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს.

უპირატესობები:

· მისაღები ფასი;

· ვიზუალის დიდი არჩევანი;

· ეკოლოგიური უსაფრთხოება;

· გამტარუნარიანობა (ასეთი შპალერით შეფუთულ კედლებზე ნაკლებად ჩნდება ობი და სოკო, მასალა „სუნთქავს“, რაც ჰაერის თავისუფლად ცირკულირების საშუალებას იძლევა).

ნაკლოვანებები:

· ექსპლუატაციის მოკლე პერიოდი;

· გახუნება;

· ნესტთან შეუთავსებლობა (ნოტიო ჩვრითაც კი არ იწმინდება);

· ხმის მინიმალური იზოლაცია.

და მაინც, ქაღალდის შპალერის ყველაზე სუსტ მხარედ ითვლება ის ფაქტი, რომ შეუძლებელია მისი არათუ რეცხვა, ნოტიო ჩვრით წმენდაც კი. სისველის მოხვედრისთანავე შპალერი იშლება. მისი მოვლის საშუალებებში მხოლოდ ფაფუკი ფუნჯი, ან მტვერსასრუტი გვევლინებიან. ქაღალდის შპალერის გამოყენება მხოლოდ მშრალ ოთახებშია დასაშვები და არავითარ შემთხვევაში სამზარეულოებსა და სააბაზანოებში. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი მასალის სიცოცხლიუნარიანობა მაქსიმუმ 5 წელს შეადგენს.

ფლიზელინის შპალერი

ამ მასალის 70% ქაღალდია, ხოლო 30% შემკვრელი შემადგენლობა. ამ კომპონენტების შერევის შემდეგ მიღებული მასა იპრესება და მიიღება მტკიცე, გამძლე შპალერი.

უპირატესობები:

· სიმტკიცე (ხანგრძლივი ექსპლუატაცია და პირვანდელი სახის დიდი ხნით შენარჩუნება);

· ეკოლოგიურობა (ფლიზელინის შემადგენელი ცელულოზა და დამხმარე ნივთიერებები ასევე ნატურალური წარმოშობისაა);

· ცეცხლგამძლეობა (შპალერის სტრუქტურა ძნელად აალებადია);

· გაკვრის სიმარტივე (შპალერი თავადაც შეგიძლიათ გააკრათ, არ არის აუცილებელი კედლების იდეალური სისწორე);

· მარტივი მოვლა (შესაძლებელია რეცხვა, შეღებვა).

ნაკლოვანებები:

· რელიეფური ზედაპირი (ასეთ შპალერზე ილექება მტვერი, რომელიც რეგულარულად უნდა მოცილდეს);

· ფასი (ეს ქაღალდის შპალერზე ძვირია. თუ შესაღებ ვერსიას შეარჩევთ, დაანგარიშებისას საღებავის ფასიც უნდა გაითვალისწინოთ);

ვინილის შპალერი

ეს არის ორფენიანი მასალა, რომლის საფუძველიც არის ქაღალდი, ან უფრო მკვრივი ფლიზელინი, ხოლო გარე ფენა ვინილითაა დაფარული. ვინილის შპალერი რეცხვადია და მაქსიმალურად ნესტგამძლე. მისი გამოყენება სამზარეულოებსა და სააბაზანო ოთახებშიც კი. ასეთ შპალერსაც აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები.

უპირატესობები:

· მაღალი სიმტკიცე. პოლივინილქლორიდი მაღალსაიმედოა. გაკვრისას ის არ იხევა;

· არ ცვდება. შპალერის ვინილით დაფარვა იმის გარანტია, რომ ფერები არ ხუნდება სულ მცირე 10 წლის განმავლობაში;

· ნესტგამძლეობა. შპალერის რეცხვა შესაძლებელი სარეცხი საშუალებებით. ვინილის საფარი გამორიცხავს სითხის შპალერის შიდა ფენაში შეჟონვას;

· ასორტიმენტი. ვინილის შპალერით ბევრი სხვა მასალის იმიტირება შესაძლებელი (ხე, ქვა, ბეტონით ნალესი), რაც მასალას ნებისმიერი ინტერიერისთვის მისაღებს ხდის.

ნაკლოვანებები:

· ტოქსიკურობა. ვინილის პოპულარობის მიუხედავად, შესაძლებელია შპალერიდან ტოქსინების გაფრქვევა, თუმცა ეს მხოლოდ უხარისხო და არაადეკვატურად იააფასიანი მასალის შემთხვევაში ხდება;

· ჰაერგაუმტარობა;

· რთულად გასაკრავია. ასეთი მასალის შეძენის შემთხვევაში პროფესიონალი უნდა დაიხმაროთ, რათა გაშრობის შემდეგ შპალერის სვეტებს შორის არ გაჩნდეს ღარები;

· მაღალი ფასი. ვინილის შპალერის მაღალი ფასის გამო მომხმარებელი ხშირად არჩევანს ქაღალდზე აკეთებს, თუმცა აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვინილი ქაღალდზე 2–3–ჯერ დიდხანს ძლებს.

ზემოხსენებული თვისებების გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ ზუსტად ის პროდუქცია შეიძინოთ თქვენი ინტერიერისთვის, რომელიც კონკრეტულ ოთახში კონკრეტულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ყველაფრის დამახსოვრება ცოტა რთულია, ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ურიგო არ იქნება სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიერმარკეტის „მიჰაუსის“ კონსულტანდებთან გასაუბრება. ისინი კონკრეტული ბრენდების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან, თქვენ კი დაგრძებათ დრო და ენერგია დიზაინის შესარჩევად.

მიჰაუსში საუკეთესო შპალერების ბრენდებია წარმოდგენილი:

Britania

ამ ბრენდის ქვეშ ვინილის შპალერების მთელი კოლექციაა თავმოყრილი. ადვილად მოვლად ეს მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ დერეფანში, მისაღებ ოთახში, სამზარეულოში და საძინებელშიც კი. ამის შესაძლებლობას მისი ეკოლოგიურობა და უმაღლესი ხარისხი გაძლევთ.

DECOWALL

კომპანია 2009 წელს დაარსდა. სპეციალიზებულია კედლისა და ფანჯრის დეკორაციების ფართო სპექტრის პროდუქციაში. დეკორები შექმნილია ნიჭიერი მხატვრების მიერ, რომლებიც ყოველ სეზონზე ამატებენ ახალ, მრავალფეროვან სეზონურ კოლექციების. კომპანია იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, არატოქსიკურ მასალებს და ბეჭდვის უახლეს მეთოდებს თანამედროვე, ელეგანტური, გამძლე, და ხელმისაწვდომი პროდუქციის შესაქმნელად.

Erismann

ERISMANN - შპალერის გერმანული მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1838 წელს დაარსდა. Erismann შექმნისთანავე გამოირჩეოდა ინოვაციურობითა და განვითარებისკენ სწრაფვით. 180 წელზე მეტია ბრენდი ქმნის სახლისა და ინტერიერის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია.

შპალერების ფასდაკლების სააქციო პერიოდი "მიჰაუსში" 28 აგვისტოდან - 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.