როგორი იქნება ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაში 2,4 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისში საბავშვო-ბაღის კიდევ ერთი ახალი შენობა აშენდება.

ახალი ბაღი ჩუღურეთის რაიონში, ქინქლაძის ქუჩაზე აშენდება. 125-ე საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერში განცხადებების მიღება 6 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,432 მლნ ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2020-2021 წლებში უნდა განხორციელდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 432 972 ლარის ღირებულების შენობ(ებ)ის მშენებლობის სამუშაოების (მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების) შესრულების გამოცდილება.

საბავშვო ბათი გათვლილი იქნება 135 ბავშვზე.