საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 11%-ით შემცირდა. კერძოდ, თუ ქვეყანამ 2020 წლის ივლისში 993.746 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 115.035 მლნ კვტსთ-ს აღემატებოდა.
ამასთან, 2020 წლის ივლისში სადისტრუბუციო კომპანიებმა მოიხმარეს 791.525 მლნ კვტსთ. კერძოდ - აფხაზეთი - 145.118 მლნ კვტსთ. თელასი - 236.427 მლნ კვტსთ ენერგო-პრო ჯორჯია - 409.980 მლნ კვტსთ
რაც შეეხება პირდაპირ მომხმარებლებს, ისეთებს როგორიცაა : "ჯორჯიან მანგანეზი", "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "ჯეომეინთენანსი", ენერგო პრო ჯორჯია (სათაო ოფისი) და აშ. ჯამში 165.378 მლნ კვტსთ ელექტროპენერგია მოიხმარეს. ეს მაშინ, როდესც 2019 წლის ივლისში მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 334.386 მლნ კვტსთ-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ივლისში საქართველომ სულ 1 009.951 მლნ კვტსთ ენერგია გამოიმუშავა. აქედან თბოსადურებმა - 47.691 მლნ კვტსთ, ქართლის ქარის სადგურმა - 7.312 მლნ კვტსთ, ჰიდროსადგურებმა - 954.947 მლნ კვტსთ და ა.შ.