მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე" მოძრაობა შეფერხებული იყო

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე" მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, „სადგურის მოედანზე“ მატარებელი დაზიანდა, რის შედეგადაც მოძრაობა შეფერხდა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „სადგურის მოედანზე“ მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.