ათენი-თბილისი-ათენის მიმართულების ჩარტერული რეისები დაინიშნა - ფრენების განრიგი

ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი სექტემბერში საქარველოს მიმართულებით 2 ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

ფრენები ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე 4 და 11 სექტემბერს შესრულდება. აღნიშნული რეისების შესასრულებლად Aegean Airlines-მა მარეგულირებლისგან შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო. ორივე ჩარტერული რეისით მოხდება მგზავრების როგორც შემოყვანა, ასევე გაყვანა.

ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 4 სექტემბერი, ათენი – თბილისი – მოფრენა საქართველოს დროით 16:00 საათზე, გაფრენა საქართველოს დროით 17:00 საათზე.
  • 11 სექტემბერი, თბილისი – ათენი – მოფრენა საქართველოს დროით 03:20 საათზე, გაფრენა საქართველოს დროით 04:20 საათზე.

ბილეთის შეძენამდე გაეცანით საზღვრის კვეთის პროცედურებს, ხოლო ავიაბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას ან საქართველოში Aegean Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტს, კომპანია Aegean Blue-ს.

წყარო: avianews.ge