საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 40-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1447 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და 1190-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.