„ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია! ეს არის იაფფასიანი აფიორა! და ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ხოლო ამ ხალხმა კოდორი და ახალგორი ჩააბარა!"  (R)

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პარტიული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს:

"ეს არის აფიორა, ეს არის სპექტაკლი, თავად სააკაშვილმა და ბოკერიამ ინტერნეტ გვერდზე დააწერინეს ტყუილი, მერე თავის აგენტს, ვინმე კუროპტევს გააკეთებინებს ტყუილი კომენტარი, შემდეგ თავის ტელევიზიებს ტყუილ კომენტარზე გააკეთებინეს ტყუილი სიუჟეტები და ახლა ტყუილ სიუჟეტებზე დაწერილი ტყუილი განცხადება შედის პროკურატურაში.

ეს თეატრი, ეს სპექტაკლი რატომ დაიდგა? იმიტომ, რომ 1%-ზე ნაკლები აქვს ბოკერიას, 3,5%-ზე ნაკლები აქვს სააკაშვილს და ეს დაადასტურა 750 000 აუდიოჩანაწერმა, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს და ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ხოლო ამ ხალხმა კოდორი და ახალგორი ჩააბარა! სხვათა შორის, იმ ინტერნეტ გვერდზე პირდაპირ წერია, რომ ამ გვერდზე განთავსებული მასალების ნამდვილობაზე პასუხს არავინ არ აგებს". - აცხადებს ინაშვილი

(R)