2019 წელს სასტუმროების რაოდენობა 2,6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 1 682 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს 2.6 % აღემატება.

საქსტატის ცნობით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.3% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.7 % - სახელმწიფო საკუთრებაში.

2019 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 2 272.3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 17.9 % აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

აქედან იჯარით გაცემული იყო 68.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1 036 200 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 7.5 % აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2019 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 76 300 შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ნომრების საერთო რაოდენობა 5.5 %-ით გაიზარდა და 35 100 ათასს გაუტოლდა.

ლიკა ამირაშვილი