რამდენ ვიზიტორს მოემსახურა საქართველოს სასტუმროები 2019 წელს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4 014 000 სტუმარს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.5 %-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, სტუმართა 71.5 %-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 18.5 % რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 %-ით აღემატება.

ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (3.3 %) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი ისრაელისა (12.4 %) და თურქეთის (9.7 %) მოქალაქეებს ეკავათ.

ლიკა ამირაშვილი