ჯეფ ბეზოსის ქონებამ 200 მლრდ დოლარს გადააჭარბა - როგორ გამოიყურება Forbes-ის მილიარდერთა ათეული

Amazon-ის ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის ქონება პირველად გადასცდა 200 მილიარდ დოლარს.

კორპორაცია Amazon-ის ხელმძღვანელის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ქონება 205 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ბიზნესმენისთვის ახალი რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ჟურნალი Forbes-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, პანდემიის დაწყებიდან Amazon-ის აქციები 55%-ით გაძვირდა, თავად ბეზოსს კი ამ კომპანიის აქციების 11% ეკუთვნის. შედეგად კი ბოლო 12 თვეში მსოფლიოს-უმსხვილესი ონლაინ რითეილერის ქონება 86 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს სათავეში უდგას 2018 წლიდან და მეორე ადგილოსან ბილ გეითს მნიშვნელოვნად აღემატება. Microsoft-ის დამფუძნებლის ქონება 115 მილიარდი დოლარია. მესამე ადგილზე კი ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნოა 113,2 მილიარდის ქონებით.

გთავაზობთ Forbes-ის უახლეს მონაცემებს:

  • ჯეფ ბეზოსი - 205 მლრდ დოლარი
  • ბილ გეითსი - 116,2 მლრდ დოლარი
  • ბერნარ არნო - 114,6 მლრდ დოლარი
  • მარკ ცუკერბერგი - 111,5 მლრდ დოლარი
  • ილონ მასკი - 95,5 მლრდ დოლარი
  • უორენ ბაფეტი - 81,1 მლრდ დოლარი
  • მუკეშ ამბანი - 80,5 მლრდ დოლარი
  • ლარი ელისონი - 76,3 მლრდ დოლარი
  • სტივ ბოლმერი - 74,9 მლრდ დოლარი
  • ლარი პეიჯი - 73,1 მლრდ დოლარი
კოკა კვირკველია