ივლისში ბიუჯეტის შემოსულობები ვალების აღების ხარჯზე გაიზარდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 2,009.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 639.7 მლნ ლარით მეტია ივნისის მაჩვენებელზე, ხოლო 982.1 მლნ ლარით აღემატება წინა წლის ივლისის პერიოდს. რაც შეეხება 2020 წლის ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ გადასახდელებს, მისმა ოდენობამ 1,531.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ივნისის მაჩვენებელს 186.1 მლნ ლარით აღემატება, ხოლო 2019 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 363.8 მლნ ლარით.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში შემოსავლების ზრდის ძირითადი მიზეზი მთავრობის მიერ აღებული ვალებია, უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივლისში ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების 55.6% სწორედ ვალების აღებით ფორმირდა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე