იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან მალე შევძლებთ გავზარდოთ ფრენების სიხშირე, რომელიც არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, - ასე პასუხობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაიწყებს ფრენებს "ვიზეარი" ან "რაინეარი".
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ეტაპობრივი გახსნის პრინციპიდან გამომდინარე, ყოველდღიურად სხვადასხვა ავიაკომპანია ემატება საეჰაერო სივრცეს. მისივე თქმით, ჩარტერული რეისების საშუალებით უცხოელებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ შეუფერხებლად შემოვიდნენ ქვეყანაში.
„ევროკავშირთან მიმართებით ჩვენ გვაქვს რეგულარული ავიამიმოსვლა, „აერფრენსი" ოპერირებს, ასევე „ლუფთჰანზა" გერმანიიდან, რიგიდან გვაქვს ასევე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავი ჩარტერული რეისებით ახორციელებდა მიმდინარე თვის განმავლობაში ერაერთ ევროპულ ქვეყანასთან მიმოსვლას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ქვეყნების მოგზაურები, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეუფერხებლად ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა ქვრივიშვილმა.