აშშ-ის კონგრესი სწავლობს შესაძლო რისკებს ეროვნული უსაფრთხოებისათვის, რომელიც დაკავშირებულია NASA-სა და ილონ მასკის კუთვნილ ამერიკულ კომპანია SpaceX-ს შორის. ამის შესახებ Washington Examiner-ი იუწყება.
როგორც გამოცემასთან მისი წყაროები აცხადებენ, კანონმდებლებს NASA და SpaceX-ის თანამშრომლობა იმ ფინანსური დახმარების გამო აინტერესებთ, რომელსაც ილონ მასკის მეორე კომპანია Tesla იღებს ჩინეთის ხელისუფლებისგან.
გამოცემის ცნობით, რესპუბლიკელ კონგრესმენებს მიაჩნიათ, რომ პეკინს შეუძლია კრედიტების მიწოდება Tesla-სთვის გარკვეული პირობების სანაცვლოდ, იმ ფონზე, როცა აშშ-ში არ მოქმედებს ამის ამკრძალავი კანონდებლობა. თუ აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსურის სივრცის კვლევის სამმართველოსა და SpaceX-ს შორის კონტრაქტები საფრთხის შემცველი აღმოჩნდა, მათ ამ კონტრაქტების ანულირება შეუძლიათ.
შეგახსენებთ, NASA-ს და SpaceX-ს შორის ინტენსიური თანამშრომლობა აქვთ კოსმოსის მიმართულებით, თუმცა ამავდროულად ილონ მასკის კომპანია Tesla ასევე მილიონობით დოლარის კრედიტებს იღებს ჩინეთის ხელისუფლებისგან.