ჩინურის სოციალური ქსელის Tiktok-ის ხელმძღვანელმა კევინ მეიერმა თანამდებობა დატოვა. არადა ის ამ პოსტზე სულ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, მეირმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი პოლიტიკური სიტუაციის მკვეთრი ცვლილება გახდა.
„გადავწყვიტე გადავდგე პოსტიდან და ამას ტკივილით გამცნობთ, თუმცა სიტუაცია მკვეთრად იცვლება და იძულებული ვარ სერიოზულად გადავხედო კორპორაციულ პრიორიტეტებს. თუმცა მჯერა, რომ კომპანიას აქვს ნათელი მომავალი“ - განაცხადა მან.
TikTok ეს არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გაავრცელონ მოკლე ვიდეოები ამ ქსელში. ის კომპანია ByteDance-მა შექმნა და ჩინეთში 2016 წელს ჩაეშვა.