ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 8 სექტემბერს, მესამე ჩარტერული რეისი თბილისი–ბუდაპეშტის მიმართულებით განხორციელდება, რომლით სარგებლობას როგორც უნგრეთში მიმავალი სტუდენტები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ქართველი სტუდენტები (ტრანზიტულად) შეძლებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზროდბის სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არაუმეტეს 199 ევროს შეადგენს და დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე შეუძლიათ: https://bit.ly/2QvHQGZ.
,,რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 სექტემბრის 00:00 საათი, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ყურადღება მიექცევა რიგითობას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.