მაია ბითაძის განცხადებით, სხვადასხვა უბანში დამონტაჟებულ „ჭკვიან შუქნიშნებს“ შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთი დაინახონ და საცობის თავიდან ასაცილებლად ნაკადები მართონ

დედაქალაქის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თბილისის სხვადასხვა უბანში დამონტაჟებულ „ჭკვიან შუქნიშნებს“ შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთი დაინახონ და საცობის თავიდან ასაცილებლად ნაკადები შესაბამისად მართონ. ამის შესახებ მან თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

"ჭკვიანი შუქნიშნების“ სისტემა, რომელიც თბილისში დაინერგება, არის იმის პირველწყარო რომ შუქნიშნებმა ერთმანეთი დაინახონ, ნაკადები გაატარონ ავტომატურად და საცობი რომელიც რუსთაველზე წარმოიქმნება, წინასწარ დაინახოს მაგალითად მოსკოვის პროსპექტზე მდგარმა შუქნიშანმა და შესაბამისად გადააწყოს ფაზები. ჩვენ მიერ დამონტაჟებულ „ჭკვიან შუქნიშნებს“ ექნებათ ასევე ერთი უნიკალური თვისება, მათ შეეძლებათ ავტომობილები გაატარონ შუქნიშანზე იმ შემთხვევაში, თუ CO-ს გამონაბოლქვი თითოეულ კვანძზე იქნება ნორმაზე მეტი", - განაცხადა მაია ბითაძემ.