აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,7 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,7 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 507,8 მლნ ბარელი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბენზინის მარაგები შემცირდა 4,6 მლნ ბარელით და შეადგინა 239,2 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები გაიზარდა 1,4 მლნ ბარელით და შეადგინა 179,2 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 10,8 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში