„მშენებელობაში  ფულის ჩადება, ნიშნავს ინვესტირებას ეკონომიკაში“

დაწყებული მშენებლობების დასასრულებლად, მთავრობა 100 მილიონი ლარის საგრანტო აუქციონს აცხადებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აუქციონში მონაწილეობა ყველა იმ მენაშენეს შეუძლია, ვისაც საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებული სამშენებლო ნებართვა აქვს მიღებული. ამასთან, მენაშენეების სურვილის შემთხვევაში, მათი ფართის 30%-ს სახელმწიფო შეიძენს.

„მშენებელობაში ფულის ჩადება, ნიშნავს ინვესტირებას ეკონომიკაში“ , - ასე აფასება მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი მთავრობის ინიციატივას. მისი თქმით, ერთია მშენებარე „სიმახინჯეების“ დასრულება და მეორე, ყველაზე უფრო მთავარი, სამშენებლო სექტორზე მიბმული ყველა საქმიანობის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება.

„აქ საინტერესო ნაწილია ის, რომ დასრულდეს დაუმთავრებელი მშენებელობები, რადგან ამას ძალიან ბევრი ცუდი ფაქტორი ახლავს თან. ერთია ის, რომ საერთოდ სიმახინჯე და ანტისანიტარიაა. მართალია, დედაქალაქის ცენტრში ასეთ სიმახინჯეებს თვალი უკვე მივაჩვიეთ, მაგრამ ტურიზმის განვითარება რომ გვინდა, ამის მოწესრიგებაც უნდა შეგვეძლოს. აქ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის ხალხი, რომელთაც შეძენილი აქვთ და დღემდე არ მიუღიათ ბინები. მათი ეს საკითხიც გადაწყდება.

გარდა ამისა, ამ ბინების დასრულება და 100 მილიონის ინვესტირება, პროვიცირებას უწევს ორი მაგდენი თანხის ისევ ეკონომიკაში შემოსვლას. იმიტომ, რომ ე. წ თეთრი კარკასი რომ დასრულდება, მერე იწყება სარემონტო სამუშაოები. კვადრატულ მეტრზე დაახლოებით, 300-400 დოლარი რომ ვიანგარიშოთ, ეს არის უზარმაზარი თანხა, რომელიც ეკონომიკის ამუშავებისთვის ძალიან კარგი სტიმულია. იმიტომ, რომ ამ მშენებლობების დასრულებას მოჰყვება, სარემონტო სამუშაობი, შემდეგ, ავეჯის, ტექნიკის, ელექტრომოწყობილობების, ჭურჭლის და ყველა იმ საჭირო ნივთის შეძენა, რაც ნებისმიერ ოჯახს სჭირდება. სანამ ბინას არ მიიღებს ადამიანი, მანამდე საჭირო ნივთებს და სარემონტო საშულებებს ხომ არ ყიდულობს?! შესაბამისად, მე ამ ინიციატივას დადებითად ვაფასებ. ნებისმიერი ინვესტიცია გამართლებულია, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა“,-ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

კითხვაზე, რამდენად საინტერესო წინადადეება ეს თავად მშენებელებისთვის, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აქ საუბარია უკეთეს პირობებსა და კონკურენციაზე, შესაბამისად, დეველოპერებისთვის საკმაოდ მიმზიდველია.

„ნებისმიერ რამ ჩვენთან არის საბაზრო ეკონომიკა. აქ ხომ უკეთეს პირობებზე და კონკურენციაზეა საუბარი. ამიტომ, მე ვფიქრობ, საინტერესოა. წარმოიდგინეთ, ქართული ეკონომიკის 30% მიბმულია მშენებლობაზე. უამრავი ადამიანია დასაქმებული აქ. გარდა ამისა, მშენებელობას ერთ ძალიან დიდი პლუსი აქვს, სხვა სფეროებისგან განსხვავებით, აქ საქმდება ნებიმიერი კვალიფიკაციის ადამიანი. ამას ვამბობ ბოლო 15 წლია, რომ მშენებელობაში ფულის ჩადება, ნიშნავს ინვესტორებას ეკონომიკაში“,- ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

ნინი ქეთელაური