კახა კალაძე - კერძო ავტომობილებს არ ვებრძვით, ეს არასდროს გაგვიჟღერებია

კერძო ავტომობილებს არ ვებრძვით, ეს არასდროს გაგვიჟღერებია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პროექტის პრეზენტაციის დასრულებისას განაცხადა.

კახა კალაძე თბილისელებს პირდება, რომ ქალაქის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადასაადგილებლად ავტომობილის შეძენა არ დასჭირდებათ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იქნება.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კერძო ავტომობილებს არ ვებრძვით, ეს არასდროს გაგვიჟღერებია. უბრალოდ, საგზაო სივრცეები ყველასთვის გადანაწილდება.

დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ნებისმიერი ადამიანი, ვისაც პატარა შესაძლებლობა გაუჩნდება, ცდილობს ავტომობილი შეიძინოს იმისთვის, რომ ქალაქის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადაადგილდეს.

მინდა დავპირდე თბილისელებს, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ნებისმიერი თაობის ადამიანს არ დაჭირდება თანხების გაღება იმისთვის, რომ შეიძინოს კერძო ავტომობილი ქალაქის ერთი ადგილიდან მეორე ადგილში გადაადგილებისთვის.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოვაწყობთ და განვაახლებთ, ყველაზე სწრაფი და კომფორტული იქნება გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემას არავის შეუქმნის “,-განაცხადა კალაძემ.