ევროკომისიამ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 მილიონი დოზის მიწოდებაზე AstraZeneca-სთან კონტრაქტი გააფორმა

ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის სულ მცირე 300 მილიონი დოზის მიწოდების საკითხზე ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca- სთან ევროკავშირის სახელმწიფოების სახელით ხელშეკრულება გაფორმა.

ხელშეკრულებით ასევე დამატებით 100 მილიონი დოზის შესყიდვასაც ითვალისწინებს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის მოსახლეობის პროპორციულად მოხდება.

ეს არის პირველი კონტრაქტი, რომელსაც კოვიდ 19-ის პოტენციური ვაქცინის შემქმნელთან ევროკავშირმა ხელი მოაწერა.