კახა კალაძე - ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რეაბილიტირებისას სიახლეების შეტანა ვერ მოხდება

დედაქაალქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტირებისას სიახლეების შეტანა ვერ მოხდება და მხოლოდ განახლდება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწესრიგდება სანიაღვრე და სარწყავი სისტემები, ხოლო კასკადი ძველებური სახით შენარჩუნდება.

„მომავალი კვირიდან დაიწყება უშუალოდ სამუშაოები, თუმცა რადგან ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იქ ჩარევები, სიახლეების შემოტანა ვერ იქნება, არსებული რაც არის, იმის განახლება მოხდება - სანიაღვრე სისტემის და სარწყავი სისტემების მოწესრიგება და კასკადი, რომელზეც პროექტირება მიმდინარეობს, ისევ ძველებური სახით იქნება, თუმცა განახლებული“, - განაცხადა კალაძემ.