სარემონტო სამუშაოების პიკურ სეზონზე სამშენებლო–სერემონტო მასალების ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ მომხმარებელს საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს, განსაკუთრებულად დაფალ ფასად შეიძინოს სასურველი შპალერი.
აქცია 2 000–ზე მეტი სახეობის ევროპულ შპალერზე ვრცელდება!
ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი შპალერების ფასდაკლების კვირეული 28 აგვისტოს იწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ „მიჰაუსში“ წარმოდგენილი ყველა პროდუქტი შემოწმებულია, გავლილი აქვს გამოსაცდელი პროგრამა, და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისია.
ვნახოთ, რომელი სახეობისა და ბრენდების შპალერებია წარმოდგენილი „მიჰაუსში“:
ვინილის შპალერები:
1. Adawall – 59,5 ლარიდან
ეს არის თურქეთში დაარსებული კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხსის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინტერიერის შპალერს აწარმოებს. AdaWall ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს და უზრუნველყოფს პროდუქტისა და პროცესების ხარისხს, მსოფლიო დონის შეფუთვასა და გადაზიდვას, გაყიდვების შემდგომ მომსახურებას და მომხმარებლის კმაყოფილებას. გვთავაზობს გამორჩეულ, უსაფრხო, წყალზე დაფუძნებული მასალებით შექმნილ, თანამედროვე და კლასიკური სტილის, მაღალი ხარისხის, გამძლე შპალერს.
2. Ugepa - 10.2 ლარიდან
კომპანია საფრანგეთში 1974 წელს დაფუძნდა და დღეისათვის პროდუქციის ექსპორტს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. აწარმოებს მაღალი ხარისხსის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრაფალეფროვანი დიზაინის შპალერს.
3. P+s intenational – 13.6 ლარიდან
P+S International უმაღლესი ხარისხის შპალერის მწარმოებელი გერმანული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1879 წელს გამოჩნდა. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ხარისხისა და კრეატიული დიზაინის შპალერებს.
4. Lutece – 14.45 ლარიდან
ეს შპალერის მწარმოებელი ფრანგული კომპანია. ბოლო 40 წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ კედელს ამშვენებს Lutece-ს შპალერი. დახვეწილი დიზაინი, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან შექმნილი პროდუქცია, მაღალი სტანდარტების ნორმების დაცვა.
5. As creation – 14.45 ლარიდან
დაარსდა 1974 წელს, გერმანიაში. დღეისათვის ევროპაში შპალერის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. კომპანია ყოველწლიურად 6000-ზე მეტი დიზაინის შპალერს აწარმოებს. ეს ბრენდი გვთავაზობს ევროპული სტანდარტების უსაფრთხო პროდუქციას, თანამედროვე კოლექციების ფართო ასორტიმენტს, სადაც დიზაინი და კომფორტი იდეალურად არის შერწყმული.
6. Decowall – 65.75 ლარიდან
კომპანია დაარსდა 2009 წელს, სპეციალიზებულია კედლისა და ფანჯრის დეკორაციების ფართო სპექტრის პროდუქციაზე. დეკორები შექმნილია ნიჭიერი მხატვრების გუნდის მიერ, რომლებიც სისტემატურად ამატებენ ახალ, მრავალფეროვან სეზონურ კოლექციების. კომპანია იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, არატოქსიკურ მასალებს და უახლესი ბეჭდვის მეთოდებს თანამედროვე, ელეგანტური, გამძლე და ხელმისაწვდომი პროდუქციის შესაქმნელად.
ფლიზელინის შპალერები:
1. Ich – 33.15 ლარიდან
ICH - შპალერის მწარმოებელი კომპანიაა. მისი ისტორია 1962 წელს, ესპანეთში იწყება, სწორედ ამიტომ, ეს კონკრეტული კომპანია ერთ-ერთი უძველესია მთელს ევროპაში. ბრენდი წარმოებაში უახლეს ტექნოლოგიას იყენებს, ასევე, პროდუქციის წარმოების დროს გამოყენებული მასალები და მეთოდები შეესაბამება გარემოს დაცვის ყველა შესაბამის რეგულაციას.
2. Erfurt – 11.9 ლარიდან
შპალერების მწარმოებელი გერმანული კომპანია ორიენტირებულია ეკოლოგიურად კუფთა კომპოტენტების გამოყენებაზე, საუკეთესო ხარისხისა და მრავალფეროვანი დიზაინის პროდუქციის შესაქმნელად.
ქაღალდის შპალერები:
1. Dandino – 24,65 ლარიდან
კომპანია სპეციალიზებულია საბავშვო შპალერის ფართო სპექტრის პროდუქციის წარმოებაში. იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, არატოქსიკურ მასალებს მრავალფეროვანი, გამძლე და ხელმისაწვდომი პროდუქციის შესაქმნელად. კომპანიის ძირითადი ფასეულობებია: ხარისხი, სტილი და ფასი.
2. Boras tapeter – 5.5 ლარიდან
კოპანია წარმოადგენს შვედეთის ყველაზე ძველ და ჯერჯერობით ყველაზე ცნობილ, ყველაზე გაყიდვად ბრენდს კედლის საფარის კატეგორიაში – ის ჯერ კიდევ 1905 წელს დაარსდა. კლასიკური მიმართულების შენარჩუნებასთნ ერთდ კომპანია განუწყვეტლივ მუშაობს თნამედროვე დიზაინზეც, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ბაზრის ინტერესი. კომპანიის მისიაა შთაგონების მიღება შვედური მემკვიდრეობიდან – „ჩვენ ვქმნით შპალერს ყველა სახლისთვის“.
3. FN – 15.3 ლარიდან
4. Gomel - 4.15 ლარიდან
ვინილის და ფლიზელინის შპალერები:
1. Erismann – 24.65 ლარიდან
ERISMANN - შპალერის გერმანული მწარმოებელი კომპანია თითქმის ორ საუკუნოვანი ისტორიითაა წარმოდგენილი ბაზარზე – ის 1838 წელს დაარსდა. Erismann შექმნისთანავე გამოირჩეოდა ინოვაციურობითა და განვითარებისკენ სწრაფვით. 180 წელზე მეტია ბრენდი ქმნის სახლისა და ინტერიერის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული.
2. Britania – 59.5 ლარიდან
ეს არის ბრიტანული სტილის შპალერი. უმაღლესი ხარისხის და საოცარი დიზაინით. ამ შპალერით თქვენს სახლს ბრიტანული სასახლის ელფერს შესძენთ.
იჩქარეთ, რაოდენობა არ არის განუსაზღვრელი!