„საქართველოს რკინიგზა“ 28, 29 და 30 აგვისტოს, თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით მატარებელზე ვაგონების რაოდენობას ამატებს

გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 28; 29 და 30 აგვისტოს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ № 808/807 მატარებელზე ვაგონების რაოდენობას ამატებს.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, თბილისიდან მატარებელი 10:30 საათზე გავა, რომელიც ბათუმში 15:30-ზე იქნება, ხოლო ბათუმიდან 19:05 საათზე გამოვა და თბილისში კი 00:10-ზე იქნება.

კომპანიის ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

„გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.