28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვას აღავლენს სიონის საკათედრო ტაძარში.
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისა“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.