საქართველოში სასტუმროების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია.
სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.3 პროცენტი კერძო საკუთრებაშიიყო, ხოლო 0.7 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.
ამასთან, 2019 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებისსაერთო ფართობი 2 272.3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 17.9 პროცენტით აღემატება2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აქედან იჯარით გაცემული იყო 68.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1 036.2 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც7.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2019 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილებისსაერთო რაოდენობამ 76.3 ათასი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამისმაჩვენებელს. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 5.5 პროცენტით და 35.1 ათასს გაუტოლდა.