ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla Inc.-ის საბაზრო ღირებულებამ 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
დაახლოებით ორი თვის წინ მისი ღირებულება 200 მილიარდი იყო, ხოლო 100-მილიარდიანი ზღვარი პირველად მიმდინარე წლის იანვარში გადალახა.
Tesla დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო კომპანიაა.
ამ დროისთვის Standard & Poor's 500-ის რეიტინგში Tesla-ზე წინ მხოლოდ 7 კომპანიაა მათ შორის Visa Inc. ($447 მლრდ) და Apple Inc. ($2,16 ტრილიონი).
დღეისათვის Tesla-ს კაპიტალიზაცია აღემატება ისრაელის, ირლანდიისა და ჰონგ-კონგის მშპ-ს. მისი კაპიტალიზაცია ოთხჯერ მეტია IBM-ისაზე. ასევე ამ კაპიტალიზაციით შესაძლებელია 10,53 მილიონი Model 3 ელექტრომობილის შეძენა საბაზისო კომპლექტაციით.