მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ოქტომბერში დაგეგმილი Doing Business-ის რეიტინგის გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად ფასდებიან ქვეყნები ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. მიზეზი კი წინა წლებში მონაცემთა დამუშავების დროს დაშვებული შეცდომებია, რომლის კორექტირებას გეგმავს ორგანიზაცია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
„Doing Business რეიტინგის გამოქვეყნება შეჩერდება დროებით, სანამ გაკეთდება შეფასებები. ჩატარდება სისტემური მიმოხილვა და მონაცემთა ცვლილებების შეფასება, Doing Business-ის ბოლო ხუთ პუბლიკაციაში. რამდენიმე დარღვევა აღმოჩენილია 2018-2019 წლების რეიტინგებში. მოხდება გასული პუბლიკაციების კროექტირება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ორგანიაზაციაში აცახდებენ, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმირებულნი არიან ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ მონაცემთა დამუავების შედეგად დაშვებული შეცდომების გამო.