329,650 მლნ დოლარი 6 თვეში - რა ინტენსივობთ ყიდის სებ-ი დოლარს

2020 წლის 27 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა და ოფიციალურმა გაცვლითა კურსმა 3, 0696 ლარი შეადგინა. ჯამში, 13 მარტიდან 27 აგვისტოს ჩათვლით სებ-მა ბაზარს 329,65 მლნ დოლარი მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა წელს აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობით 10-წლიანი რეკოდრი მოსხნა. ამაზე მეტი დოლარი ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მხოლოდ 2010 წელს მიაწოდა, მაშინ სავალუტო აუქციონი 33-ჯერ გაიმართა და ჯამში 331 200 000 დოლარი გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელთან შედარებით, 2010 წელს სებ-ს დოლარი ბაზარზე მცირე რაოდენობით გამოჰქონდა. ყველაზე მინიმალური მოცულობის თანხა 2 000 000 დოარი იყო, მაქსიმალური კი 20 000 000. წელს კი, მინიმალური იყო 20 000 000 დოლარი, მაქსიმალური კი 40 000 000.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 დოლარი წელს პირველად 13 მარტს გაყიდა, მაშინ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,87-დან 2,94 ნიშნულამდე გაუფასურდა. 13 მარტიდან დღემდე სებ-მა ბაზარდ დოლარი 11-ჯერ მიაწოდა, ჯამში 339 650 000 მლნ დოლარი.

2020 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო აუქციონები:

  • 13 მარტი - 20 000 000 დოლარი
  • 19 მარტი - 40 000 000 დოლარი
  • 25 მარტი - 40 000 000 დოლარი
  • 27 აპრილი - 20 000 000 დოლარი
  • 21 მაისი - 40 000 000 დოლარი
  • 10 ივნისი - 29 650 000 დოლარი
  • 17 ივნისი - 20 000 000 დოლარი
  • 2 ივლისი - 20 000 000 დოლარი
  • 22 ივლისი - 40 000 000 დოლარი
  • 13 აგვისტო - 20 000 000 დოლარი
  • 27 აგვისტო - 40 000 000 დოლარი

როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.

ელზა წიკლაური