ByteDance  TikTok-ის ამერიკულ სეგმენტში 30 მლრდ დოლარს ითხოვს

ჩინური კომპანია ByteDance დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს ითხოვს სოციალურ ქსელ TikTok-ის ამერიკულ სეგმენტში. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ამ სოციალური ქსელის ნაწილის პოტენციური მყიდველები დასახელებულ თანხას ზედმეტად ძვირად აფასებენ. ByteDance კი გეგმავს ძირითადი პრეტენდენტის არჩევას და მასთან შეთანხმების გაფორმებას. ჩინური კომპანია გაყიდვის გაფორმებას უკვე მომავალ კვირას აპირებს.

როგორც სააგენტო Bloomberg წერს, ჩინურმა კომპანიამ შესყიდვაზე განაცხადები მიიღო ისეთი ამერიკული კომპანიებისგან, როგორიცაა Oracle, Microsoft და Walmart. მანამდე კი სხვა პრეტენდენტებად სახელდებოდნენ Twitter, Netflix, ასევე იაპონური Softbank ჯგუფი და ჰოლდინგი Alphabet, რომელსაც ეკუთვნის Google, თუმცა მათ ამ დრომდე უცნობი მიზეზით მის შეძენის სურვილზე უარი თქვეს.

კოკა კვირკველია